რა არის ჭკვიანი სახლი?

რა არის ჭკვიანი სახლი?

ტერმინი „ჭკვიანი სახლით“ მოიხსენიება სახლი ან კომერციული ნაგებობა, სადაც განთავსებულია მოწყობილობების ერთობა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია კაბელით ან უკაბელოდ და შეუძლიათ ერთამენთთან ურთიერთქმედება. ჭკვიანი სახლი იძლევა საშუალებას თქვენი სახლის სხვადასხვა კომპონენტი იმართოს დისტანციურად, მაგ.: განათება, უსაფრთხოება, კლიმატი, მოწყობილობების ავტომატიზაცია და ვიდეო მეთვალყურეობა. გარდა ამისა, სახლში არსებული პროცესების და ხარჯების აღრიცხვა და შემდგომი ანალიზი; დროის სხვადასხვა მონაკვეთში სახლში არსებული ტემპერატურის გრაფიკის ნახვა, ელექტროქსელის დატვირთვის ნახვა და ხარჯის ანალიზი.

ჭკვიანი სახლის სისტემის ინსტალაციის შემდგომ, თითის ერთი შეხებით, თქვენ ეფექტურად შეძლებთ მართოთ და აკონტროლოთ თქვენი სახლის თითოეული მნიშვნელოვანი ასპექტი. შეძლებთ მართოთ ოთახის ტემპერატურა, ტელევიზორი, ჩართოთ ან გამორთოთ ელექტრონული მოწყობილობები დენის წყაროდან, არეგულიროთ სახლში განათება (მათ შორის განათების ინტენსივობა და ფერი), ასევე მართოთ სიგნალიზაცია და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა – სახლიდან ან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ამით თქვენ შეიქმნით არამარტო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს, არამედ შეამცირებთ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ხარჯებსაც.