„ჭკვიანი მოწყობილობა“ შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ – შუქის ჩამრთველი, როზეტი, მოძრაობის სენსორი, თერმომეტრი, პულტი, კარის საკეტი, მაცივარი, მტვერსასრუტი, თერმოსტატი და ა.შ. ჭკვიანია მოწყობილობა, თუ ის ჩართულია ერთიან ცენტრალიზებულ სისტემაში, რომელიც შეიძლება იმართებოდეს როგორც ადგილობრივად, ასევე დისტანციურად. მისი მეშვეობით შესაძლებელია მოწყობილობებს შორის ურთიერთქმედების სცენარების გაწერა და შედეგად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სახლის ყველა ასპექტის თქვენი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად გამართვა.