გადაწყვეტილებები

სახლი და ბინა

იმისთვის, რომ შეგიქმნათ უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემო, ჩვენი კომპანია გთავაზობთ ჭკვიანი სახლის პროდუქტებსა და ჭკვიანი სახლის ინტეგრაციის პროექტის მომზადებას. ჭკვიანი სახლის სისტემის ინტეგრაციის შემდეგ თქვენ შეძლებთ ცენტრალიზებულად და დისტანციურად მართოთ:

განათება

კლიმატი

ელექტრონული მოწყობილობები (ჩართვა/გამორთვა)

სიგნალიზაცია

ვიდეო მეთვალყურეობა

 

განახორციელოთ მონიტორინგი:

წყლის, გაზის, CO-ს გაჟონვის

ტემპერატურის/ტენიანობის

ელექტოენერგიის დატვირთვისა და აღრიცხვის

სასტუმროს სისტემები

ჭკვიანი სახლის სისტემები ყველა სფეროში აქტიურად გამოიყენება, მათ შორის სასტუმრო ინდუსტრიაში. ჭკვიანი სახლის პროდუქციის მეშვეობით სასტუმროში შესაძლებელია ისეთი ავტომატური სისტემის გამართვა, რომელშიც check in-ისა და check out-ისთვის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა აღარ იქნება საჭირო.

ჩვენ გთავაზობთ:

შენობის მართვის სისტემებს (BMS)

სასტუმროს ნომრის ავტომატიზაციას (განათება, ფარდები, მუსიკა, ელექტროენერგიის ჩართვა/გამორთვა)

დაშვების სისტემებს

ხანძრის გამოვლენის სისტემებს

კომერციული ობიექტის ავტომატიზაცია

სხვადასხვა კომერციულ ობიექტს განსხვავებული სპეციფიკური მოთხოვნები აქვს, თუმცა, ეს ორი ყველასთვის საერთოა: განათების ცენტრალიზაცია და კლიმატი. მათზე ზრუნვა კი შეგიძლიათ ჩვენ მოგვანდოთ.

ჩვენი გადაწყვეტების საშუალებით თქვენ შეძლებთ ეფექტურად გამოიყენოთ არსებული რესურსები, აკონტროლოთ და შეძლოთ ხარჯვის ოპტიმიზაცია. რაც, თავის მხრივ, ხარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ.

კლიმატისა და განათების გარდა, ჩვენ გთავაზობთ:

შენობის მართვის სისტემებს (BMS)

ვიდეო მეთვალყურეობას

დაშვების სისტემებს

ხანძრის გამოვლენის სისტემებს