თანამედროვე ტექნოლოგიების დაჩქარებულ განვითარებასთან ერთად ჩვენს თვალწინ იქმნება ახალი მოცემულობები, რომელიც უწინ არც კი არსებობდა. მართალია, ‘ჭკვიანი სახლის’ კონცეფცია მსოფლიოში არც ისე ახალია, თუმცა, საქართველოში სწორედ ახლა – შესაბამისი ტექნოლოგიების კიდევ უფრო განვითარების პარალელურად იკიდებს ფეხს.
ჰომი, როგორც ბრენდი, საკუთარ თავს ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და მოსახლეობის ერთგვარ შუამავლად ხედავს. ბრენდი – ერთგვარი ფასილიტატორი და გზამკლვევია ქართველი მომხმარებლებისთვის ჯერაც უცნობ სამყაროში.
ჰომის სურს თავისი ბაზარზე მოღვაწეობის მოკლე პერიოდში დააჭკვიანოს ყველა ქართული სახლი.